ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 273 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 981-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 577 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 1 630 564-მდე.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის პერიოდში ვირუსს საქართველოში 16 766 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 21, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 625, საიდანაც 439 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა უტარდება 111 პირს.