გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, თემურ მანველიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.
გამოძიება 2018 წლის 10 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე მიმდინარეობდა, როდესაც მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს გორის მერიის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.
,,სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მიმართ მორალური ზიანის მიყენებაში ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ არ მცნეს. ვგეგმავ, ავიყვანო იურისტ-კონსულტანტი, გავიარო შესაბამისი კონსულტაციები და იმ შემთხვევაში, თუ იქნება საინტერსო წინადადება, დავბრუნდე საჯარო სამსახურში. ჩემი თვითმიზანი არ გახლავთ საჯარო უწყებაში მუშაობა, თუმცა, არც გამოვრიცხავ“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას თემურ მანველიშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება