სამართალი
07.04.2022 13:39
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითი მოზარდი დაშავდა
გორის ცენტრში, სპორტსკოლის სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბიჭი დაშავდა. ქვეითად მოსიარულე მოზარდს სტალინის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა.

დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს შემთხვევის შედეგად მიყენებული ზედაპირული ეკსკორაციები აღენიშნება, მოზარდს უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და ამ ეტაპზე სხვა ტიპის დაზიანება არ ფიქსირდება, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ამბულატორიული მკურნალობა უტარდება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია გამოძიება.
GMnews-ის ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი „გორმედის“ ერთ-ერთი ექიმის შვილია.
კვირის ამბები