საზოგადოება
07.04.2022 10:51
პანდემიის ორი წლის განმავლობაში პირველად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში

ვირუსით ინფიცირების 324 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 1 650 708-ს.

პანდემიის ორი წლის განმავლობაში პირველად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში16 765 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 26, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 930, საიდანაც 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში.

კვირის ამბები