საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელები დასახელა. 7-14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეების 21 საუკეთესო მწვრთნელს შორის გორელი ოთო დოლიძეცაა. ოთო დოლიძე 21 წლისაა.
ჭადრაკის სკოლაში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე მოქმედებს, არაერთი მოზარდი ეუფლება საჭადრაკო ხელოვნებას.
ახალგაზრდა გორელი მწვრთნელი ოთო დოლიძე სპორტის დამსახურებული მუშაკის, ჭადრაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, არაერთი თაობის აღმზრდელის, გორელი ოთარ დოლიძის შვილიშვილია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს