კონფლიქტები
06.04.2022 15:19
გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამაკაცი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ აძვისთავთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამაკაცი დააკავეს. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დაკავებული  სოფელ ახალუბნის მცხოვრები გიორგი ქუჯოშვილია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „გორის მაცნეს“ გიორგი ქუჯოშვილის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 8 მოქალაქე იმყოფება.

კვირის ამბები