საზოგადოება
06.04.2022 12:57
კოვიდინფექციის გავრცელების გამო, გორის მე-19 ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია მხოლოდ ქალაქში მოქმედ მეცხრამეტე საბავშვო ბაღში, - ამის შესახებ GMnews-ს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების მხოლოდ 2 თანამშრომელი.

„დღეის მონაცემებით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის მხოლოდ ერთ დაწესებულებაში - გორის მეცხრამეტე საბავშვო ბაღში. ინფექციის დადასტურების გამო, სხვა რომელიმე ჯგუფის დახურვის და შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების მხოლოდ 2 თანამშრომელი“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სწავლის განახლებასთან დაკავშირებით სააგენტოში განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევებში თითოეული ჯგუფის ან სასწავლო დაწესებულების გახსნის საკითხი ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება.

კვირის ამბები