საზოგადოება
06.04.2022 12:38
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 376 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 376 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 384-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 266-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარაში - 10, იმერეთში - 38, ქვემო ქართლში - 19, შიდა ქართლში - 44, გურიაში - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 20, კახეთში - 24, მცხეთა-მთიანეთში -7, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

Stopcov.ge-ს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 327, საიდანაც 445 მკურნალობს საავადმყოფოში, 3 882 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

კვირის ამბები