საზოგადოება
06.04.2022 12:02
ვაქცინაციის წახალისების პროგრამაში შემცირდება თუ არა ასაკი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

საკოორდინაციო საბჭო და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისების პროგრამაში ასაკობრივი ცენზის შეცვლასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ამჟამად მოქმედი შესაბამისი დადგენილებით, წახალისების პროგრამა მოქმედებს 50 წლის და მეტი ასაკის პირებზე, უფრო კონკრეტულად:

200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.

ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

 ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https:booking. moh. gov. ge

 აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.

 COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა აპრილის თვეშიც გრძელდება.

 

 

კვირის ამბები