გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 9 აპრილს ჩანიშნული სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც თეატრში განმარტავენ, მიზეზი წარმოდგენაში მონაწილე მსახიობის ავადმყოფობაა.
რაც შეეხება გაუქმებულ წარმოდგენას, 9 აპრილს, ფლორიან ზელერის
ტრილოგიის პირველი ნაწილის „ვაჟიშვილის“(რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი) ჩვენება გახლდათ ჩანიშნული.