საზოგადოება
05.04.2022 16:19
„ფაიზერი“ გორში უახლოეს ორ დღეში შემოვა - მარი გიუნაშვილი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერი“ გორში უახლოეს ორ დღეში შემოვა, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარი გიუნაშვილმა განუცხადა.

გიუნაშვილის ინფორმაციით, „ფაიზერის“ დოზებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ცენტრმა შესაბამისი განაცხადი უკვე გააკეთა, უმოკლეს დროში მოხდება ვაქცინის მოწოდება და ყველა იმ ამცრელ პუნქტში, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, შესაძლებელი იქნება, სხვა ვაქცინებთან ერთად, „ფაიზერით“ აცრაც.

ამ ეტაპზე, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, „ფაიზერის“ ვაქცინების დამატებითი დოზები საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინის არსებული მარაგების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ სამიზნე მაჩვენებელი - მოსახლეობის 65% ზაფხულის შუა რიცხვებამდე აიცრას.

შეგახსენებთ, რომ წახალისების ფინანსური პროგრამა აპრილის ბოლომდე გრძელდება.

კვირის ამბები