დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ წარმატებული პროექტი ,,მშობელთა სკოლა“ გრძელდება
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ცხრაწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული პროექტი ,,მშობელთა სკოლა“ ფუნქციონირებას კვლავ აგრძელებს და პირველ სემინარს 11 აპრილს გამართავს. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ექიმი ნეონატოლოგი მარინა ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ „მშობელთა სკოლა“ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ საქველმოქმედო პროექტია, რომელიც 9 წელს ითვლის და ორსულთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას ითვალისწინებს.
„ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი როგორც დედის, ასევე ახალშობილისთვისაც გახლავთ დამოუკიდებლად არსებობის პირველი კვირა, ანუ ადაპტაცია პერიოდში „დედის გვერდით“ და არა ,,დედაში“, შესაბამისად, ამ პერიოდში არაერთი პრობლემა იჩენს თავს, რომელთან გამკლავებაც მშობელს და პატარას უწევთ. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნება „მშობელთა სკოლის“ პირველი სემინარი, რომლითაც წელს „იავნანას“ ეს პროექტი განახლდება. მოგეხსენებათ, ყველა სემინარი სხვადასხვა თემას მოიცავს და მომავალ თუ ახალბედა დედებს უამრავ სასარგებლო რჩევას აძლევს. „მშობელთა სკოლა“ „იავნანას“ დირექტორის, მეან-გინეკოლოგის, მედიცინის დოქტორის, პროფესორ დავით ქაჯაიას და სამედიცინო ქსელ „გორმედის" კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის მხარდაჭერით და სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგთა ჩართულობით იმართება“, - განუცხადა „გორის მაცნეს“ მარინა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, სემინარებზე დასწრება უფასოა და ქველმოქმედებით ხასიათს ატარებს.