საზოგადოება
05.04.2022 13:04
მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი უკვე ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი უკვე ამოქმედდა.

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სმ -ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე - 4 კვტ-ს, პირველადი რეგისტრაციის დროს აღარ დასჭირდება საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

ამასთან, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, პირველადი რეგისტრაცია მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე განხორციელდება, რომლითაც ის სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლებას დაადასტურებს.

კვირის ამბები