საზოგადოება
05.04.2022 11:53
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 008-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 032-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 761 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა, აჭარაში - 12, იმერეთში - 80, ქვემო ქართლში - 39, შიდა ქართლში - 28, გურიაში - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 54, კახეთში - 53, მცხეთა-მთიანეთში -23, სამცხე-ჯავახეთში - 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 189, საიდანაც 482 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 707 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინა ზეგადის.

კვირის ამბები