საზოგადოება
05.04.2022 10:52
„სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,  იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.

საგრანტო პროგრამა  დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს და ჯამში, 15 პროექტი  დაფინანსდება.

პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას ითვალისწინებს, რაც  მინიმუმ 600 ლარის ღირებულების ნივთების შეძენას გულისხმობს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 6 მაისის  ჩათვლით გაგრძელდება.

დაინტერესებულ პირებს, გორში, განაცხადის გაკეთება  სამების ქუჩა N1-ში მდებარე ტერიტორიულ სამმართველოში შეუძლიათ. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზეც –  info @ idp. gov. ge.

 

კვირის ამბები