გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის მიმდინარეობს სოფლების - ხიდისთავი-ატენის გზიდან წედისი-ბნავისის მიმართულებით არსებული საავტომობილო გზის მოწესრიგებისთვის შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, წედისი-ბნავისის სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5 800 მეტრია.
„სარეაბილიტაციო გზის გრუნტიანი და ასფალტის დაზიანებული საფარი ათეულობით წლებია პრობლემებს უქმნის არამხოლოდ მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება და რამოდენიმე ადგილას რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის, ასევე მდინარე ათრევას რამოდენიმე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, აღნისნული პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.