ჩვენ, უბრალოდ, არ გვაქვს უფლება, ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენოთ, ოსეთის ხალხის ფაქტობრივად, საუკუნოვანი სურვილი, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას, ამჟამად რეალურია, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ,,პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
ოკუპირებული რეგუონის ლიდერის თქმით, ,,სამხრეთ ოსეთში“, შესაძლოა, ორი ,,რეფერენდუმი" ჩატარდეს, ერთი - რუსეთთან შეერთების თაბაზე და ამის შემდეგ შესაძლოა, ჩატარდეს მეორე რეფერენდუმი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებაზე.
ბიბილოვის განცხადებით, მოსკოვთან კონსულტაციები მიმდინარეობს და შესაძლოა, 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს პირველი რეფერენდუმი.
,,სამხრეთ ოსეთის ხალხის ფაქტობრივად, საუკუნოვანი სურვილი, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას, რეალურია. ჩვენ, უბრალოდ, არ გვაქვს უფლება, ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენოთ. დღეს შესაძლებლობების ეს ფანჯარა არსებობს, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ შესვლა და ოსების პირდაპირი გაერთიანება ერთდროულად ვერ მოხდება, ამისთვის საჭიროა ორი რეფერენდუმის ჩატარება“, - განაცხადა ბიბილოვმა.