გორელი რევაზ გიორგაძე „ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი 2022“-ის გამარჯვებული გახდა
სითი მოლის ბოულინგის ადაპტირებულ დარბაზში, აფხაზეთის ომის გმირის თემურ სახოკიას სახელობის „ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი 2022“ გაიმართა. ჩემპიონატში, ერთმანეთს გორის, ქუთაისის, კასპის, ვანის, საგარეჯოსა და თბილისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მონაწილეები ერთმანეთს გუნდურ და ინდივიდუალურ დისციპლინებში ეჯიბრებოდნენ.
ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი გორელმა რევაზ გორგაძემ მოიპოვა, გუნდური გარადმავალი თასი კი, თბილისის გუნდმა მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პირველობაზე გამართულ ტურნირში მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა, შშმ პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა მიიღეს.
პროექტს ტრადიციული ხასიათი აქვს და ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.
ღონისძიება „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებითა და გორის, ქუთაისის, თბილისის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით გაიმართა.
თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, პარასპორტსმენების მონაწილეობით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება.