საქართველოში, 1-ლი მარტიდან სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. ამჟამად უკვე დარეგისტრირებულია 20 ათასი საზოგადოებრივი სამუშაო-ვაკანსია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დაახლოებით 15 ათასზე მეტმა სოციალურად დაუცველმა შეავსოპ განაცხადის ფორმა და მათგან 3 ათასს უკვე გაუფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.
„1-ლი მარტიდან სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანია ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად ჩაერთო ამ მიმართულებითაც და მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, უკვე დარეგისტრირებულია 20 ათასი საზოგადოებრივი სამუშაო-ვაკანსია. მინდა ჩვენს საზოგადოებას ვახარო, 15 ათასზე მეტი აპლიკაციაა შემოსული სოციალურად დაუცველებისგან და 3 ათასს უკვე გაუფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომ დაახლოებით რაც რა თქმა უნდა, ძალიან გავახარებს, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ ეს მასშტაბები. ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის დაწყებიდან სულ რაღაც 3 კვირაში ასეთი შედეგი ამ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალ ინტერსებზე მიუთითებს. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.