საზოგადოება
04.04.2022 12:10
შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში დღეს ლეკვების გაჩუქების აქცია მოეწყობა 

შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ცხოველების მოყვარულ საზოგადოებას დღეს თავშესაფარში ეპატიჟება, მოეწყობა ლეკვების გაჩუქების აქციაც.

ეს დღე უპატრონო, ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა - ასე უწოდებენ დღევანდელ დღეს ცხოველთა უფლებადამცველები.

2011 წლის 4 აპრილიდან, ყოველწლიურად, მსოფლიოში უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ღონისძიებას აანონსებს.

„ამ დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო 15:00 საათზე, ცხოველების მოყვარულ საზოგადოებას თავშესაფარში ეპატიჟება, სადაც მოეწყობა ლეკვების გაჩუქების აქცია. მსურველებს შეუძლიათ  ეს დღე თავშესაფრის ბინადრებთან ერთად გაატარონ. გაასეირნონ ისინი, მიიღონ და გასცენ სითბო“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიოში დაახლოებით 600 000 000 მეტი უპატრონო შინაურია, რომელიც ღამეს ქუჩაში ათევს.

კვირის ამბები