საზოგადოება
04.04.2022 11:11
4 აპრილი უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა
2011 წლიდან, ყოველ 4 აპრილს მსოფლიოში უპატრონო ცხოველების დღე აღინიშნება. როგორც ცხოველთა დამცველები ამბობენ, ეს არის ქუჩის უპატრონო ცხოველების დღე და ამ დღის დაარსების მიზანია მათი დახმარება, საკვების მიწოდება და მათზე მზრუნველობის საკუთარ თავზე აღება.
„ამ დღეს, მსოფლიოს ბევრ ქვყანაში და მათ შორის ჩვენთანაც, ადამიანები გამოდიან ქუჩაში და ეხმარებიან უპატრონო ცხოველებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ძაღლი იქნება კატა თუ სხვა ცხოველი, ყველა ცხოველს სჭირდება დახმარება.
მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში, ცხოველებს დევნიან ქუჩაში, ეს უპატრონო ცხოველები კი თავის გადასარჩენად ყოველდღიურად იბრძვიან.
ამ დროს ხშირია სასტიკი და არაჰუმანური დამოკიდებულება ცხოველების მიმართ. ამიტომ, მსგავსი დღის დაარსების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ცხოველისთვის გამოიძებნოს პატრონი“, - აცხადებენ ცხოველთა უფლებადამცველები.
კვირის ამბები