14 წლის გორელმა თავისუფალი სტილის მოჭიდავემ, დავით გოგშელიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა ტალინში (ესტონეთი) გამართულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში.
დავით გოგშელიძე ტიტულოვანი გორელი მოჭიდავის, გიორგი გოგშელიძის ვაჟია და აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი მედალი იყო უცხოეთის ტურნირიდან.
მან ტალინში ოთხ მოწინააღმდეგეს სძლია და მხოლოდ დაძაბულ ფინალურ პაექრობაში (4:4) დამარცხდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს