საზოგადოება
04.04.2022 09:16
„სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების“ სფეროში განხორციელებული პროექტის საუკეთესო პრაქტიკად აღიარებისთვის გორის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა

2021 წელს, „სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების“ სფეროში განხორციელებული პროექტის საუკეთესო პრაქტიკად აღიარებისთვის, გორის მუნიციპალიტეტი  დაჯილდოვდა.

გორის მერიის წარმომადგენლებს სერტიფიკატი ძალადობის შედეგად ფსიქოთერაპიის საჭიროების მქონე ბავშვების სპეციალური რეაბილიტაციის პროგრამისთვის გადაეცათ.

პროგრამა 18 წლამდე ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვის (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად) ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებას (წელიწადში 350 ლარის ოდენობით) გულისხმობს. 

ეროვნული კონფერენცია ,,საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების გამოვლენა“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელებული პროექტის - “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით გაიმართა.

გორის მერიამ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში უკვე მეორედ გაიმარჯვა. 

2017 -2018 წელს მუნიციპალიტეტს ჯილდო „მოქალაქეთა ჩართულობის“ თემაზე საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული პროექტისთვის  „სამოქალქო ბიუჯეტი“ გადაეცა.

კვირის ამბები