საზოგადოება
04.04.2022 08:59
4 აპრილს გორში დღე უნალექოდ ჩაივლის, 6, 7 და 8 აპრილს კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ღრუბლიანობა და წვიმა

4 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტში დღე უნალექოდ ჩაივლის, ნავარაუდევია ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი, 14-დან 18 საათამდე კი ქარი 12 მ/წ-მდე, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს.

5 აპრილს გორში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, + 14 გრადუსი, 16 საათიდან კი ნალექი.

მეტეოროლოგების ცნობით, 6, 7 და 8 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +17 გრადუსს მიაღწევს.

კვირის ამბები