სკოლა ,,თამარიონი +“ გორში უცხოური ენის - რუსულის მასწავლებლის ორ ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია კვირაში 18 საათიან სამუშაო რეჟიმს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას III, IV, V, VI, VII, VIII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 10 აპრილს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2022 წლის 11 აპრილია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
დაინტერესებულ პირები, პოტენციურ დამსაქმებელს დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 555 24 01 30