მთავრობის ახალი დადგენილებით, ის ოჯახები, რომლებსაც პირველ აპრილამდე წარმოეშვათ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის და/ან „საარსებო შემწეობის“ შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლები, საარსებო შემწეობას პირველი აპრილის შემდეგაც უწყვეტად მიიღებენ მანამ, ვიდრე მათ ხელახლა არ გადაამოწმებენ.
გადამოწმებამდე ამ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ არსებული სარეიტინგო ქულებიც.
„2022 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ მონაცემთა ბაზისა და „საარსებო შემწეობის“ ადმინისტრირება გრძელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად“, თუმცა ზემოთ აღნიშნული პირობების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია დადგენილებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 29 მარტს მიიღო.
შეგახსენებთ, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება 2020 წლიდან, მთელი პანდემიის პერიოდში, შეჩერებული იყო.