ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 648 653-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 303 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 626 296-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 16 748 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარაში - 15, იმერეთში - 49, ქვემო ქართლში - 19, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 32, კახეთში - 28, მცხეთა-მთიანეთში -9, სამცხე-ჯავახეთში -7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 583, საიდანაც 524 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში.