სამართალი
19.12.2019 10:11
გორში მომხდარი დაპირისპირების დროს 26 წლის მამაკაცი დაჭრეს

გვიან ღამით, გორში მომხდარი დაპირისპირების დროს,  სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 26 წლის მამაკაცს. დაჭრილი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.  

,,შემოყვანილია 26 წლის ახალგაზრდა, პაციენტს გულმკერდისა და ბარძაყის არეში აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული ნაკვეთი და ნაჩხვლეტი ჭრილობები. შემოყვანისთანავე ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მკურნალობას განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაგეგმილია დამატებითი კვლევების ჩატარება“, - განაცხადა  ,,გორმედის“ მორიგე ექიმმა ვიტალი სავანელმა.

კვირის ამბები