საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.0 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის - 31.5 წელს.
რეგისტრირებულ ქორწინებათა ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში - 6 874, ხოლო ყველაზე ნაკლები – მცხეთა-მთიანეთში - 421.
ქორწინებათა რაოდენობით, საქართველოს რეგიონებს შორის შიდა ქართლი მე-7 ადგილზეა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წელს ყველაზე მეტი ქორწინება დარეგისტრირდა თბილისში - 6 874; რეგისტრირებულ ქორწინებათა მაჩვენებლით, მეორე ადგილზეა იმერეთი - 3 555; ქვემო ქართლი - 3 030; აჭარა - 2 262; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 908; კახეთი - 1 771; შიდა ქართლი - 1 498; სამცხე-ჯავახეთი - 1 069; გურია - 571; მცხეთა-მთიანეთი - 421; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 196.
რაც შეეხება განქორწინებათა ოდენობას, 2021 წელს, საქართველოში რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. განქორწინებათა რაოდენობით, შიდა ქართლი საქართველოს რეგიონებს შორის მე-6 ადგილს იკავებს.
თბილისი - 3 826; იმერეთი - 1 831; ქვემო ქართლი - 1 003; აჭარა - 2 262; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 969; კახეთი - 772; შიდა ქართლი - 683; სამცხე-ჯავახეთი - 271; გურია - 286; მცხეთა-მთიანეთი - 183; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.
რაოდენობა არ მოიცავს იმ ქორწინებებს, როდესაც ორივე პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და არ არის საქართველოს მუდმივი მოსახლე, ასევე, სტატისტიკა არ მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.