საზოგადოება
01.04.2022 12:50
ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში გარეგანათების სისტემების განახლების სამუშაოები დასრულდა

ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში განახლდა გარეგანათების სისტემების მონტაჟი, - ამის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ განახორციელა და პროექტის ფარგლებში ძველი ნათურები, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა.

„ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში განახლდა გარეგანათების სისტემები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სოდიუმისა და ეკო ნათურები ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა, ამოიცვალა დაზიანებული ნათურები. გაწეული სამუშაოებისთვის ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეული მადლობას უხდის გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ბარჯაძეს და აღნიშნული სამუშაოების შემსრულებლებს“, - ნათქვამია ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კვირის ამბები