საზოგადოება
01.04.2022 11:53
სკოლა ,,თამარიონი +“ გორში მათემატიკის მასწავლებლის ორ ვაკანსიას აცხადებს
სკოლა ,,თამარიონი +“ გორში მათემატიკის მასწავლებლის ორ ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია გაკვეთილების ჩატარებას VI, VII, VIII, XI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 8 აპრილს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 11 აპრილია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
დაინტერესებულ პირები, პოტენციურ დამსაქმებელს დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 555 24 01 30
კვირის ამბები