1-ლიდან 4 აპრილამდე, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
მეტეოროლოგების ცნობით, 1-ელ აპრილს, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია უნალექო ამინდი, პერიოდულად ღრუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღის საათებში +20 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია სუსტი ქარი.
+23 გრადუსი, მზიანი და უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში 2 აპრილს.
3 აპრილს ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და 15 საათისთვის +24 გრადუსს მიაღწევს.
დღე უნალექოდ ჩაივლის გორში 4 აპრილსაც, თუმცა, გაძლიერდება ქარი 14 მ/წ-მდე, ასევე მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა, ჰაერის ტემპერატურა კი თითქმის 10 გრადუსით დაიკლებს და +14 გრადუსია ნავარაუდევი.
5-დან 10 აპრილამდე კი სინოპტიკოსები გორში ტემპერატურის კლებას (+11, +18), ღრუბლიანობას და პერიოდულად წვიმას პროგნოზირებენ.