საზოგადოება
31.03.2022 16:25
გორის მუნიციპალიტეტში, გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის საფარის აღდგენა გორის ციხის მიმდებარედ ხორციელდება.

როგორც „გორის მაცნესთვის“ გახდა ცნობილი, გზის დაზიანებული საფარი გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოწესრიგდება და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებისთვის დამატებითი თანხებიც გამოიყოფა.

„უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა და სამუშაოების დაწყებაც შეაფერხა. საფარის აღდგენას გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა - შენახვის პირობით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
ხელშეკრულება გულისხმობს გზის ორმოულ სარემონტო სამუშოების წარმოებას, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კვირის ამბები