საზოგადოება
31.03.2022 13:28
მანდატურის სამსახურმა მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა - რამდენი ვაკანტური პოზიციაა შიდა ქართლში

სასწავლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურმა მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. როგორც დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საკონკურსო განცხადებების მიღება 2022 წლის 9 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაციის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, საქართველოს იმ ქმედითუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც არიან მინიმუმ 21 წლის და არ არიან ნასამართლევები. კანდიდატებს ასევე უნდა ჰქონდეთ მიღებული სრული ზოგადი განათლება, პროფესიულ ან უმაღლეს განათლებასთან ერთად. უნდა იცოდნენ სახელმწიფო ენა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა ჰქონდეთ.

მანდატურად დასაქმების მსურველებმა უწყების ელექტრონულ ფოსტაზე - hr@mandaturi.gov.ge-ზე შემდეგი დოკუმენტები უნდა გააგზავნონ: სააპლიკაციო ფორმა; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სრული ზოგადი განათლების ატესტატი და პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დიპლომის ასლი; სამოტივაციო წერილი.

რაც შეეხება ვაკანტურ პოზიციებს, კონკურსი შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში ცხადდება: იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი; სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი; სამცხე ჯავახეთის ცენტრი; შიდა ქართლის ცენტრი; აჭარისა და გურიის ცენტრი; ქვემო ქართლის ცენტრი.

ცნობისთვის, შიდა ქართლის მასშტაბით, გამოცხადებულია 8 ვაკანსია, მათ შორის: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი რუისი - 2 ვაკანსია; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ხვედურეთი - 2 ვაკანსია; ქალაქი კასპი - 3 ვაკანსია; კასპის მუნიციპალიტეტი სოფელი დოესი - 1 ვაკანსია.

შერჩეული კანდიდატები მანდატურის პოზიციაზე 2022 წლის პირველი სექტემბრიდან დაინიშნებიან და მათი ხელფასი 875 ლარით განისაზღვრება

კვირის ამბები