კულტურა
31.03.2022 12:54
კულტურის სამინისტროს კონკურსში „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა“ გორიდან ორმა პროექტმა გაიმარჯვა

კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ გაარჯვებული ათი პროექტიდან ორი გორის მუნიციპალიტეტიდან იყო წარდგენილი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. „მე-10 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“, განმახორციელებელი ა(ა)იპ „წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა“;
  2. ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“, განმახორციელებელი - შპს „თბილფოტო“;
  3. საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა 2022“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „კულტურის და განათლების ფონდი“;
  4. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი. თბილისი. საქართველო“;
  5. „სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი“, განმახორციელებელი - შპს „სვანეთის კინოსტუდია“;
  6. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, განმახორციელებელი - სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  7. „თბილისის მე-5 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „ანიმალაბი“;
  8. კავკასიის მუსიკალური ფესტივალი/დაჯილდოება - „ფენიქსი 22“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ფაბრიკა“;
  9. „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი“;
  10. „ჯონ სტენმეიერის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ვორქშოპი“, დაფინანსდა ვორქშოფის ჩატარება; განმახორციელებელი - ა(ა)იპ „კულტურა და კონტაქტები“.

ცნობისთვის, კონკურსის ფარგლებში სამინისტროს 39-მა განმცხადებელმა მიმართა.

კვირის ამბები