ამ დროსისთვის დადასტურებული ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის სდა მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 148 და დაიჭრა 232 ბავშვი, მაგრამ რეალური სურათის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.
დენისოვას განცხადებით, ეს არის მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია, რაც შეეხება უკრაინის დასახლებებში დაღუპული და დაშავებული ბავშვების რეალურ რაოდენობას, ზუსტი ციფრების დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.
არასრულწლოვანთა გარდა, არსებული სტატისტიკით, რომელიც ასევე დაუზუსტებელია, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, 1200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2000-ზე მეტი კი დაიჭრა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში