საზოგადოება
31.03.2022 11:58
პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ
პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, საჭირო სახელობო იარაღები, ჯამში, ორმოცდაცამეტმა ბენეფიციარმა მიიღო.
„მნიშვნელოვანია, რომ ზემოხსენებული ტექნიკა - მომსახურების სფეროს ინვენტარი, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამკერვალო თუ სხვა საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავადვე შეარჩიეს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად უჭერს მხარს დევნილებისა და ეკომიგრანტების თვითდასაქმებას და ამ მიმართულებით არა ერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. რადგანაც ჩვენთვის
პრიორიტეტულია, რომ განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ“, - აცხადებენ უწყებაში.
კვირის ამბები