საზოგადოება
31.03.2022 11:36
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში

ვირუსით ინფიცირების 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 648 264-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 540 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 1 624 993-მდე.

ასევე, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის პერიოდში საქართველოში ვირუსს 16 745 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 482 საიდანაც, 535 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში.

კვირის ამბები