საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის შემაჯამებელი სტატისტიკით, 2020 წელთან შედარებით, საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა და 59 906 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში - 17 922, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 874.
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს რეგიონების მიხედვით, შიდა ქართლი, საქართველოს რეგიონებს შორის შობადობის მაჩვენებლის მსგავსად, მე-6 ადგილზეა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში -17 922; გარდაცვალების მაჩვენებლით, მეორე ადგილზეა იმერეთი - 10 000; ქვემო ქართლი - 5 565; კახეთი - 5 533; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5 578; აჭარა - 4 260; შიდა ქართლი - 4 159; სამცხე-ჯავახეთი - 2 324; გურია - 1 793; მცხეთა-მთიანეთი - 1 718; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 874.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით, გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს.
(მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს).