სამართალი
18.12.2019 17:50
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა დაშავდა

გორში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გოგონა დაშავდა. 11 წლის მოზარდი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მოზარდს ამ წუთებში მაღალტექნოლოგიური კვლევები უტარდება.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კვირის ამბები