საზოგადოება
31.03.2022 10:55
2021 წლის შობადობის სტატისტიკით, შიდა ქართლი რეგიონებს შორის მე-6 ადგილზეა - სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 45 946 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.2 პროცენტით.

რაც შეეხება შობადობას რეგიონების მიხედვით, შიდა ქართლი რეგიონებს შორის მე-6 ადგილზეა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში -14 979; შობადობის მაჩვენებლით, მეორე ადგილზეა იმერეთი - 5 879; აჭარა - 5 399; ქვემო ქართლი - 5 398; კახეთი - 3 790; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3 203; შიდა ქართლი - 3 043; სამცხე-ჯავახეთი - 1 896; გურია - 1 082; მცხეთა-მთიანეთი - 1 014; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 263.

2021 წლის მონაცემების მიხეედვით, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 28.4 პროცენტიდან 27.2 პროცენტამდე შემცირდა; 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 67.2 პროცენტიდან 69.2 პროცენტამდე გაიზარდა; კლება შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.4 პროცენტიდან 3.6 პროცენტამდე შემცირდა.

(მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს).

კვირის ამბები