საზოგადოება
30.03.2022 13:35
30 მარტი ექიმების საერთაშორისო დღეა
დღეს, 30 მარტს, მსოფლიო ექიმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღის ოფიციალურად გამოცხადების დოკუმენტს, 1990-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა ხელი. მოგვიანებით, ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დამკვიდრდა.
არავინ კამათობს, რომ ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ამ პროფესიის განსაკუთრებული სირთულე კი კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო ხაზგასმით დაანახვა მსოფლიოს.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ექიმების შესახებ
  1. რაც ყველამ ისედაც ძალიან კარგად ვიცით, ექიმების უმეტესობას ცუდი კალიგრაფია აქვს.
  2. მშობლებს უყვართ იმის თქმა, რომ მათი შვილი ექიმია ან ექიმი უნდა გამოვიდეს.
  3. ექიმების საერთაშორისო დღე 30 მარტს აღინიშნება.
  4. პირველი ქირურგიული ოპერაცია ეგვიპტეში ჩატარდა.
  5. თეთრი ხალათი ექიმის უნიფორმად 1800 წლიდანაა.
  6. მსოფლიოს არაერთ ქვეყაანაში, ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა.
  7. ძველად, ჩინელი და ინდოელი ექიმები ტკივილების გასაყუჩებლად იყენებდნენ ისეთ ჰალუცინაგენურ პრეპარატებს, როგორიცაა მარიხუანა და ჰაშიში.
  8. პირველი ქალი, რომელმაც მოიპოვა სამედიცინო ხარისხი აშშ-ში იყო ელიზაბეტ ბლექველი.
კვირის ამბები