გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება, ტურიზმის სფეროს საქმიანობით დაინტერესებულ მოქალაქეებს სიახლეს სთავაზობს.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ტურიზმის განყოფილება მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.
„გაცნობებთ, რომ განყოფილების პროვაიდერთა ბაზის წევრებს, ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღიათ ან პირველად მონაწილეობენ მსგავს კონკურსში, ასევე, მეწარმე სუბიექტებს რომლებმაც ერთხელ უკვე მიიღეს პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა, (გარდა 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ბენეფიციარებისა), შეუძლიათ, ახალი პროექტის შედგენისას, 10 აპრილამდე უფასო კონსულტაციისთვის მომართონ ტურიზმის განყოფილებას“, - აცხადებენ ტურიზმის განყოფილებაში.
დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს მთავარი სპეციალისტი თამაზ მაყაშვილი გაუწევს.
საჭირო ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია განყოფილებაში ტელეფონის ნომერზე - 577 18 28 50, მედეა გამისონია.