საზოგადოება
30.03.2022 11:20
ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 24 461 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 553 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 1 647 796-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 739 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 553 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 233 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 40, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი -14, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 578, საიდანაც 555 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში.

კვირის ამბები