საზოგადოება
29.03.2022 14:44
„წარმატებული მომავლისათვის“ - პროექტი ახალგაზრდებისთვის

სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერია და ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბეთლემი“ პროექტს ახორციელებს, სახელწოდებით „წარმატებული მომავლისათვის“.

პროექტის ფარგლებში, სკრის საჯარო სკოლაში, სახალხო დამცველის აპრატის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ნაადრევი ქორწინებისა და მავნე ჩვევებთან ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.

როგორც გორის მერიაში განმარტავენ, პროექტი მიზანად ისახავს არაფორმალური განათლების გზით, სკრის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი  მოზარდების სხვადასხვა უნარ-ჩვევების შესწავლას, ასევე, ახალგაზრდების აქტიურ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

პროექტი „წარმატებული მომავლისათვის“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების  ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამითაა“ დაფინანსებული და  ერთი წლის განმავლობაში, ინგლისური ენის, შემეცნებით და სპორტულ-გასართობ აქტივობებსაც ითვალისწინებს.

კვირის ამბები