გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 647 243-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 036 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 622 432-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 730 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა, აჭარაში - 19, იმერეთში - 102, ქვემო ქართლში - 39, შიდა ქართლში - 50, გურიაში - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 63, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთში -19, სამცხე-ჯავახეთში -12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 32.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 8 055, საიდანაც 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს გადის 159 პირი.
Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 903 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 175 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 728 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.05%, ბოლო 14 დღის - 3.92%, ხოლო 7 დღის - 3.12%.