უკრაინაში გამოჩნდა თამბაქოს ერთ-ერთი ნაწარმი, რომელსაც ჯანმრთელობისთვის მავნებლობის შესახებ შეფუთვაზე განთავსებული სპეციალური სტიკერის ნაცვლად, დატანილი აქვს თამბაქოს მავნებლობის შესახებ უცნაური წარწერა „кидай палити помреш i не побачиш як здохне путiн - დაანებე თავი მოწევას თორემ ვერ მოესწრები პუტინის სიკვდილს“ - მწარმოებლის ამგვარი კრეატიული მიდგომა საკმაოდ პოპულარული გახდა „ტვიტერზე“, თუმცა, კრიტიკოსების გარკვეული მოსაზრებებიც გაჩნდა იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომ ამგვარმა სტიკერმა ხელი არ შეუწყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის გაყიდვებს.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთ რამეზე ცალსახად თანხმდებიან, რომ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას თამბაქოს ნაწარმის კონკრეტულმა მწარმოებელმა მარკეტინგი კარგად მოარგო.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს ავალდებულებს, რომ პროდუქციის კოლოფზე დაიტანონ ჯანმრთელობის მოსალოდნელი ზიანის თაობაზე პიქტოგრამები.