საზოგადოება
28.03.2022 13:45
კოვიდინფექციის გავრცელების გამო, გორის მე-19 და სოფელ ახალდაბის ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია ქალაქში მოქმედ მე-19 და სოფელ ახალდაბის საბავშვო ბაღებში, - ამის შესახებ GMnews-ს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანობაში, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 5 თანამშრომელი.
„დღეის მონაცემებით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის მეცხრამეტე და სოფელ ახალდაბის საბავშვო ბაღებში. ინფექციის დადასტურების გამო, თვითიზოლაციაშია გორის მეათე ბაღის ერთი ჯგუფიც.
შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 5 თანამშრომელი“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სწავლის განახლების საკითხთან დაკავშირებით სააგენტოში განმარტავენ, რომ თითოეული ჯგუფის/სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება.
კვირის ამბები