საზოგადოება
28.03.2022 13:41
მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის შესახებ“ ახალი დადგენილება დაამტკიცა.
როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ქარების სიძლიერე, მათ მიმართ მდგრადი ხეების სახეობები, გაშენების მეთოდები და სხვა ღონისძიებები. აღნიშნული წესები, ასევე, არეგულირებს ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებებს.
„ქარსაფარი ზოლის აღდგენა და გაშენება სამეურნეო ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ქარსაფარი ზოლების ფუნქციური დანიშნულების შესრულებისა და სრულყოფა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ამორტიზებული ქარსაფარი ზოლების აღდგენას ან/და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენებას.ბუნებრივია, დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ერთობლიობა ხელს შეუწყობს ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვას და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფას“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები