საზოგადოება
28.03.2022 11:43
დღეიდან „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია და მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება
დღეიდან, 28 მარტიდან„ AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების- მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. ამასთან, სავალდებულო ხდება „AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოპოვებაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ზემოხსენებული კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრა16 წლიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება.
„თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე. ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები,“- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები